“კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის”

news
ავტ.: news მარტი 23, 2016 12:50

“კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის”

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, 28 ათასი ფაილი, რომელიც “ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვდრეობად დახვდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით განადგურდა.

სხვა სტატიები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, 28 ათასი ფაილი, რომელიც “ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვდრეობად დახვდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით განადგურდა.

 

კობახიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამ ფირების ასლები არსებობდეს, რათა საზოგადოების დაშინება, დემორალიზება და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს. მისი თქით, შეუძლებელია, ინტერნეტსივრცეში მასალების ატვირთვის შესაძლებლობა გამორიცხო, მაგრამ ამ ყველაფერს, სახელმწიფო ეფექტური გამოძიებით უნდა დაუპირისპირდეს.
“წინა ხელისუფლების დროს, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შექმნილი იყო მთელი სისტემა, რომელიც საზოგადოების აქტიური ნაწილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებას და კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენებას მიზანმიმართულად ახორციელებდა. ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანებისგან ჩვენი ხელისუფლებისკენ მითითება გაუგონარი ცინიზმია“,- განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “GDS”- ის გადაცემა “2030”-ში სტუმრობისას.
მისი თქმით, რთულია, როცა ოპოზიციიდან ხელისუფლებაში მოდიხარ და ამხელა დანაშაულებრივი სისტემის მიერ შექმნილ დანაშაულთა კასკადს ეჯახები.
„ამ მძიმე სისტემის ნგრევა ირაკლი ღარიბაშვილს და მთავარ პროკურორს მოუწიათ. ბევრი მაღალჩინოსანი პასუხისგებაშია მიცემული, ბევრიც ძებნაშია, მაგრამ არსებობს კითხვა – იყო თუ არა ყველა რესურსი გამოყენებული, რომ ამ კადრების ყველა დამკვეთი, შემსრულებელი, შემნახავი გამოვლენილიყო?! როცა ასეთ რთულ მდგომარეობას ეჯახები, შესაძლოა, ხარვეზები იყოს. მეც მაქვს განცდა, რომ გარკვეული ხარვეზები დაშვებულია“,- მიიჩნევს პარლამენტის ვიცე სპიკერი.
კობახიძის თქმით, კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის და შესაძლოა, ამ ყველაფრით სხვებიც სარგებლობდნენ, მაგრამ პირდაპირი კავშირი იმ პოლიტიკურ ძალაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ამ სიბინძურის არქიტექტორი, რეჟისორი და შემოქმედი იყო.
„კადრები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ მერე გამოეყენებინათ. ვის ხელთ იყო მასალები, ვის შეიძლებოდა წვდომა ჰქონოდა და ვის შეეძლო ესარგებლა?! პირველწყარო ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლებია, რომლებიც ამ საქმეებთან უშუალო შემხებლობაში იყვნენ. ვფიქრობ, გამოძიებაც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას პრინციპულად არ ეთანხმება.
„ვფიქრობ, პროკურატურაზე უკეთ ასეთი ტიპის დანაშაულებს ჩვენ ვერ გამოვიძიებთ. პარლამენტი საგამოძიებო ორგანოდ ვერ გადაიქცევა. ეს პროკურატურის ექსკლუზიური უფლებაა. ამ უწყებას დიდი ტვირთი აქვს, რადგან ძალიან აგრესიულ გამოწვევას უნდა უპასუხოს. ასეთ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში კანონი ადეკვატური არ არის და ის უნდა გამკაცრდეს. დანაშაულის ჩამდენმა უნდა დაინახოს, რომ მას პასუხს უმკაცრესად მოსთხოვენ“,- აღნიშნა მანანა კობახიძემ 20/30- ის ეთერში.
news
ავტ.: news მარტი 23, 2016 12:50

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics