კადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანა იყოს ასახული

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანა იყოს ასახული. ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.

https://www.youtube.com/watch?v=m0bRCYFeyMM&feature=youtu.be&fbclid=IwAR3M-CFleXvVMut7xGiMxDyoi2vZ1tzxPDDpqKhwof31tjir7JoCnw6FS-A

 

banner
წინა სტატიაშიდაჩი ბერაია ამბობს,რომ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს გრძნობს
შემდეგი სტატია“არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე”