კადრები გვაქვს, როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ოპერატორი “ოცნების” ოფისიდან არ გადმოუგდიათ და ის შემთხვევით გადმოვარდა.

“კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში. არა მეორე სართულიდან 2 მეტრიც არ იყო 1 მეტრი იყო ის ადგილი, სადაც ის გადმოვარდა… ყველაზე უზრდელ და სამარცხვინო ჟურნალისტს რომ უშვებ პროვოკაციის მოსაწყობად ქარელში, ეს მხოლოდ გვარამიას შეიძლება მოუვიდეს აზრად და ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს.

რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს ამ გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს, შესაბამისი კანდიდატების მონაწილეობით. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენ ტელევიზიებს ყველა ის ფეიკ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება… კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ ძალიან მსუბუქად – “ოცნების” დეპუტატი
შემდეგი სტატიაკალაძე – სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა