კადიროვმა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოსტის დატოვება ურჩია

რამზან კადიროვი თვლის, რომ ამერიკა ისლამური მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს მაგომედ კარატაევს და კიდევ სამ მოსამართლეს ურჩია გადადგნენ.
“მე მათ ვურჩიე, თუკი გააჩნიათ პატივის და პროფესიული ეთიკის გაგება, დაწერონ განცხადება და ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობები” – დაწერა კადიროვმა “ისნტაგრამის” საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, მოსამართლეების სახლებში წასვლა, მათ ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კანონებით, მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პროფესიონალურ კოლეგიას შეუძლია, თუმცა, მათ უფლება აქვთ განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერონ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“
შემდეგი სტატიასიღნაღის რაიონის დაბა წნორში დაკარგული 58 წლის ე.გ. გარდაცვლილი იპოვეს