კადიროვმა საფეხბურთო კლუბ გროზნოს ,,ტერეკს,, მამამისის სახელი დაარქვა

რუსეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ჩეჩნურ საფეხბურთო კლუბს, გროზნოს ,,ტერეკს,, ამიერიდან ჩეჩნეთის დღევანდელი პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელდასმული პრეზიდენტის – ახმატ კადიროვის სახელი ,,ახმატი,, ერქმევა…
როგორც რამზან კადიროვმა განაცხადა, ივნისის ბოლოს მან ეს გადაწყვეტილება ,,გულშემატკივრების დაჟინებული მოთხოვნით,, მიიღო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის, რომელიც გროზნოში ,,ახმატსა,, და პერმის ,,ამქარს,, შორის გაიმართა, რამზან კადიროვმა მილიონ დოლარად მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავი – რონალდინიო ჩამოიყვანა, რათა მას პირველი, სიმბოლური დარტყმა განეხორციელებინა და რუსეთის ჩემპიონატში გზა დაელოცა კადიროვის კლუბ ,,ახმატისთვის,,

banner
წინა სტატიაშიზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
შემდეგი სტატიაისრაელი სირიაში სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის