კადიროვმა ნემცოვთან მტრობას აბსურდი უწოდა

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, მოკლულ რუს ოპოზიციონერთან ბორის ნემცოვთან მტრობის შესახებ გავრცელებულ ვერსიას აბსურდი უწოდა.
“აბსურდულ რამეებს ამბობენ, თითქოს ნემცოვი მე ხელს მიშლიდა, რომ ჩვენ ვმტრობდით და ა.შ. ნემცოვსა და ჩემს შორის არასდროს ყოფილა პირადი მტრობა და უკმაყოფილება” – განაცხადა კადიროვმა რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთანავე, ჩეჩნეთის მეთაურს პოლიტიკოსის მკვლელობის ოფივციალური ვერსიის არ სჯერა, მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად ბრალდებული არიან ნემცოვის მკვლელობაში, მსგავსი ქმედების ჩამდენები არ იყვნენ.
“შეეძლო თუ არა მოცემულ დაჯგუფებას ნემცოვის მოკვლა? ვფიქრობ, რომ ისინი ისეთს არაფერს წარმოადგენენ, რომ გაერთიანებულიყვნენ, შეთქმულება მოემზადებინათ და ადამიანი მოეკლათ” – განაცხადა კადიროვმა.
ის კიდევ ერთხელ შეეხო ოპოზიციის თემას და თქვა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი რუსეთისთვის ნამდვილად წარმოადგენს საშიშროებას.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაჩიძე:მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღებას 3 ხმა დააკლდა
შემდეგი სტატია(video) თურქულმა სამხედრო ძალებმა რუსული სამხედრო გემი გააცილეს