კადიროვმა ჯანდაცვის მინისტრი მიწაში ცოცხლად დამარხა

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ბრალი დასდო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ელხან სულეიმანოვს და სასტიკად მოკლა. ამის შესახებ dialog.ua რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალება წერს, კადიროვმა მიიჩნია, რომ სულეიმანოვი განზრახ ცდილობდა მის მოწამვლას და ის მიწაში ცოცხლად დამარხა.

მედია წერს, რომ სულეიმანოვი უკვალოდ გასულ წელს გაუჩინარდა. უფრო მეტიც, ინფორმაცია სიკვდილით დასჯის შესახებ დასტურდება სხვა წყაროებითაც.

„აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ ის ცოცხალი აღარ არის და სასტიკად მოკლეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული წყაროების თქმით, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, მისმა გარემოცვამ დაიწყო მისი დარწმუნება, რომ ის მოწამლული იყო. კადიროვი ასევე დარწმუნებული იყო, რომ ის მოწამვლის მსხვერპლი იყო.
სულეიმანოვმა პირადად გაუკეთა ინიექციები ჩეჩნეთის ლიდერს.

შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა – მოულოდნელად 2022 წლის ოქტომბერში იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად გაზისა და ნავთობის საბურღ პლატფორმებზე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება