კადიროვმა არასისტემური ოპოზიცია ხალხის მტრებს შეადარა

კადიროვმა არასისტემური ოპოზიცია ხალხის მტრებს შეადარა

კადიროვმა არასისტემური ოპოზიცია ხალხის მტრებს შეადარაარასისტემური ოპოზიცია რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს და ქვეყანაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას აწყობს – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, არასისტემური ოპოზიცია – ეს ის ხალხია, “რომელზეც მანამდე არავის არაფერი გაუგია, მაგრამ ტყავიდან ძვრებიან, რომ პუტინის ოპონირებით გაითქვან სახელი. ასეთ ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც ხალხის მტრებს, როგორც მოღალატეებს. მათ არაფერი აქვთ წმინდა” – განაცხადა კადიროვმა და დაამატა: “ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს რუსეთის ბედი არ ანაღვლებთ. ისინი დასავლელი სპეცსამსახურების მიერ მოფიქრებულ თამაშს თამაშობენ, მათ დუდუკზე ცეკვავენ და უსინდისოდ ცდილობენ, რომ თავი ქვეყანაზე მზრუნველებად წარმოგვიდგინონ”.
მისი თქმით, მსგავსი ადამიანები მთელი სისასტიკით უნდა დაისაჯონ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ივანიშვილი ხელისუფლების ტოტალურ კონტროლს იწყებს
შემდეგი სტატიაკიოლნში ძალადობაზე საჩივრებმა 600-სს გადააჭარბა