კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ბანდის ნეიტრალიზაციის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისი თქმით, ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში. საკუთარ “ინსტაგრამზე” მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჯგუფის უკანასკნელი წევრის დაკავებაა გადაღებული.
კადიროვი, რომელიც ვიდეოზე ჩეჩნულ ენაზე საუბრობს, ამტკიცებს, რომ დაკავებული საშიში ექსტრემისტი იმან დაცაევია, რომელიც 2016 წელს სერჟანტის მკვლელობაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთში უკანასკნელი კვირების მანძილზე პოლიციის თანამშრომლებს ორჯერ დაესხნენ თავს. ასევე, სამართალდსამცველებზე თავდასხმა მოხდა დაღესტანში. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძემ რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა
შემდეგი სტატიასერბეთის სკანდალური მატარებელი კოსოვომდე ვერ ჩავიდა