კადიროვის 18 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმად კადიროვი რეგიონალურ ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კადიროვის ორდენითაც დააჯილდოვა. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება.

„ახმადმა დაამტკიცა, რომ არის ეფექტური მმართველი, თავი გამოიჩინა როგორც, პასუხისმგებელიანი და კომპეტენტური მიდგომით ნებისმიერი საქმესთან მიმართებაში! ამ მოკლე დროში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მოაწყო მრავალი დასამახსოვრებელი ღონისძიება“, – განაცხადა ჩეჩნეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა მაგომედ დაუდოვმა.

11 ნოემბერს ახმად კადიროვი გახდა რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში. მანამდე, ორი წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის მოძრაობის საბჭოს ჩეჩნეთის რეგიონალურ ფილიალს- “პირველთა მოძრაობას”.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს და მის მეუღლეს მედნის 14 შვილი ჰყავთ – რვა ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. მათი უმეტესობა იკავებს მაღალ თანამდებობებს რესპუბლიკის მთავრობაში და რეგულარულად იღებს ჯილდოებს.

სექტემბერში 16 წლის ადამ კადიროვმა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა ვოლგოგრადის მკვიდრი ნიკიტა ჟურაველი, რომელიც მშობლიურ ქალაქში ყურანის დაწვისთვის დააკავეს და ჩეჩნეთში გადაიყვანეს. ცემის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კადიროვმა უფროსმა განაცხადა, რომ ამაყობს შვილით. მოზარდი ჩეჩნეთში რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა და ათზე მეტი სახელმწიფო ჯილდოც გადაეცა.

2023 წლის ოქტომბერში კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა, 24 წლის აიშატმა დაიკავა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი სოციალური ბლოკისთვის. მისი 23 წლის და – ხადიჟატი კი ხელმძღვანელობს გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების განყოფილებას. კადიროვის მესამე ქალიშვილი, 21 წლის ხუტმათი, 2023 წლის მარტში დაინიშნა ჯანდაცვის სექტორის კურატორად. 19 წლის ტაბარიკ კადიროვა ფლობს კომპანია Irs Group-ს, რომლის საქმიანობა მოიცავს საცალო ვაჭრობას, რუსული და უცხოური ბრენდების მოზიდვას, სასტუმრო ბიზნესს და სხვა სფეროებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს
შემდეგი სტატიარუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორდღიან საპროტესტო აქციაზე 231 ადამიანი დააკავეს