კადიროვი: სირიაში ჩეჩნური სპეცრაზმი მოქმედებს

21ტელეარხმა “როსია 1” დააანონსა ფილმი, სადაც პირველად არის საუბარი იმაზე, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებს. “მოვიდა დრო გავიგოთ, ვინ ზრუნავს რუსული ავიაციის სახმელეთო წარმატებაზე” – ნათქვამია ფილმის ანონსში, რომელსაც 10 თებერვალს აჩვენებს არხი.

სამხედროები, რომლებიც, როგორც ამბობენ, სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ზურგში მოქმედებენ, ჩეჩნეთში არიან გაწვრთნილი. ქვეყნის მეთაური რამზან კადიროვი სიუჟეტში ყვება, რომ სპეცრაზმმა დანაკარგი განიცადა. მისივე თქმით, მათ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ დიდი ქსელი შექმნეს.

კრემლმა უარი განაცხადა ფილმის ანონსზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე. პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მიმართა “თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე გააკეთოს ორიენტირება”.
რუსეთის ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ისინი სირიაში სახმელეთო ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში პირველ ტელე-ანძას 60 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულში 300 ადგილობრივი დახოცეს