კადიროვი: რუსეთთან ხუმრობა და თამაში არ ღირს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ხუმრობა და თამაში უაზრობაა – ქვეყანას ტერორიაზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და მას შეუძლია ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს – კადიროვი დღეს უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც გროზნოში ტარდება.
მისი თქმით, თავის დროზე ჩეჩნეთი რუსეთის დასაშლელ პლაცდარმად აირჩიეს. ის დარწმუნებულია, რომ ამაში უცხოური სპეცსამსახურების ხელი ერია: “აქ, ამ პატარა ტერიტორიაზე 50 ქვეყნის კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტები, პროფესიონალი დივერსანტები, ტერორისტები და სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებოდნენ”- თქვა კადიროვმა, რომლის დახასიათებით, ჩეჩნეთი ახლა რუსეთის ერთ-ერთი სტებილურად განვითარებადი რეგიონია.
ჩეჩნეთის ტერორისტული გეგმის ავტორები კი, კადიროვის აზრით, იგივე სცენარს ახლა ავღანეთში, სირიაში, ერაყში, უკრაინასა და ლიბიაში ანხორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების შესაძლოა, უახლოეს საათებში დააკავონ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება