20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

კადიროვი რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდებს

რამზან კადიროვი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოუწოდებს, გააფართოოს საომარი მოქმედებები და მიზანში ამოიღოს ნატოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის დახმარებას უწევენ.

ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქმედებებს „მოთმინებით აღარ უნდა უყუროს“. კადიროვის მტკიცებით, დასავლური ქვეყნები „მხოლოდ ძალის ენას იგებენ“, ამიტომ მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომებია საჭირო.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩნური დანაყოფები მზად არიან ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. „ჩვენ ქვეითები ვართ და მზად ვართ, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ მითითებული ნებისმიერი მიმართულებით გავემართოთ“, – აცხადებს კადიროვი.

banner
წინა სტატიაშირუსებმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს- არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი „სინდისის პატიმრების“ მშობლების გამო შეფერხდა