კადიროვი რუსეთის ყველაზე მდიდარი გუბერნატორია

კადიროვი რუსეთის ყველაზე მდიდარი გუბერნატორია

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის ყველაზე მდიდარი გუბერნატორია. რეგიონის ხელმძღვანელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კადიროვმა 2020 წელს 381,1 მილიონი რუბლი (დაახლოებით 18 მილიონი ლარი) გამოიმუშავა – წყაროები არ წერია. მის საკუთრებაშია მიწის ორი ნაკვეთი 3666 და 28 361 კვ/ მეტრია, ასევე, საცხოვრებელი სახლი , რომელიც 2344 კვ/მნეტრია – რუსული მედია წერს.

გარდა ამისა, მაისის დასაწყისში გავრცელდა, რომ 2020 წელს რამზან კადიროვის მეუღლემ 1,5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 70 ათასი ლარი )გამოიმუშავა. ასევე, მის მფლობელობაშია 210 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში პირველად კოვიდისგან ერთი პირიც არ დაღუპილა
შემდეგი სტატიაFOREIGN BRIEF-მა ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ამსახველ მასალას გახარიას ფოტო დაურთო