კადიროვი პუტინს ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა – დანილოვი

უკრაინაში შეჭრის დაგეგმვისას, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„კადიროვმა პუტინთან ვიზიტის დროს, ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გეგმა 3 თებერვალს მიიღო. ამ შეხვედრაზე კადიროვმა ვალდებულება აიღო, რომ მისი ჯგუფი აღნიშნულ მიზანს ბოლომდე მიიყვანდა“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

მისი თქმით, 3 ჩეჩნური დანაყოფიდან 1 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს, დანარჩენი 2 კი, ამ დროისთვის, დონეცკისა და მარიუპოლის ტერიტორიებზეა განლაგებული.

„ჩვენს ტერიტორიაზე არა 24 თებერვალს, არამედ 26-ში სამი ჯგუფი შემოვიდა, რადგან ისინი ორი დღე ელოდებოდნენ, რომ დედაქალაქის ცენტრალურ კვარტალში გამწვანებული დერეფნისთვის მიეღწიათ. ჩვენ სამივე ჯგუფს მივყვეთ. მათგან ერთი ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს, ამის შემდეგ ორმა მათგანმა უკრაინის ტერიტორია დატოვა. ერთი ახლა დონეცკის ოლქის, მეორე კი ქალაქ მარიუპოლის ტერიტორიებზეა, თუმცა ისინი წინა პლანზე არ არიან“, – აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა შეცვალა – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილ
შემდეგი სტატიაEBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება