კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს
მნიშვნელოვანი
- გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს
სხვა სტატიები
- ექსკლუზივი-ზუგდიდი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლაშა გოგია “ნაციონალური მოძრაობის” წევრია!
- არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კულმინაცია-იზორია ზურაბიშვილის განცხადებებზე
- ალეკო ელისაშვილი: ვიღაცების ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ-შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ
„ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.