კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის დეტალური განხილვა და შეჯამება იყო. ყურადღება სწავლების ხარვეზებზე და დადებით მხარეებზე გამახვილდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სწავლებაში მონაწილე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეთაურო რგოლი, „ფარი 2016“-ის განმავლობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა: „მინდა თითოეულ ჯარისკაცს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის ეწევით. მინდა ავღნიშნო იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც საერთაშორისო მისიებში თქვენს მიერ ხორციელდება. მინდა ჩემი სიამაყის გრძნობა გაგიზიაროთ თითოეულ ოფიცერს. თქვენი თავდადებიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე და მე როგორც ქართველი, როგორც თქვენი ძმა ვამაყობ თქვენით“.

ლევან იზორია ბრიგადებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო. თავდაცვის მინისტრმა თითოეულ ჯარისკაც პირობა მისცა, რომ ჯარისკაცებთან ერთად ყველა პრობლემატური საკითხის გადაჭრაში პირადად იქნება ჩართული: „ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ეს არის დამატებითი პასუხისმგებლობა, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეგიქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მსგავსი წვრთნები უფრო ეფექტიანად განახორციელოთ და ასევე გქონდეთ თქვენი ფუნქციების განხორციელების ძალიან კარგი პირობები.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია , ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ