კაცს, რომელმაც სიძის მოკვლა სცადა, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ცოლის ძმის მიერ სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ.ოზურგეთში დ.ნ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლის ძმასთან ი.მ-სთან.

აღნიშნულით განაწყენებულმა ი.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დ.ნ.-ს დანით ბეჭის, მხრის და გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დ.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე – პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული, სასამართლოში მიმდინარე პროცესთან არანაირ კავშირში არ არის
შემდეგი სტატიაფოთის პორტი: აშშ-ის სამხედრო გემი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ შემოვიდა, ჩვეულებრივი რამ მოხდა