17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

კაცს, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა, 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კაცს, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა და ქალის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, 18 – წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამამტყუნებელი ვერდიქტი მას რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად გამოუტანა.

,,ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” –
ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 27 იანვარს დმანისის სოფელ ყარაბულახში მოხდა. სპანდიარ გულიევი პოლიციას თავადვე ჩაბარდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისია: „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა