კაცმა ყოფილი ცოლი და მისი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა

გუშინ საღამოს საათებში, თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი და მისი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სალონში მომუშავე კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელი კაცის შეკავებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-11 პრიმა მეორე ნაწილით დაწყებულია, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითამო კეშელავა: სულ მპირდებოდა, რომ ერთ დღესაც დავსხდებით და ყველაფერს მანდობს, რაც სტკივა და რაც უხარია, რა გზა გაიარა და როგორ – ვერც ეგ მოვასწარით
შემდეგი სტატიაროგორია არჩევნების გაყალბების შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზე?