დიდი ჯახი ხარებასა და ქვემო ქართილის გუბერნატორს შორის – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ფიქრობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარს არ გამოძიებს. მისი თქმით, აღნიშნული უწყება სწორედ იმისთვის, რომ შეიქმნა, რომ მსგავსი საქმეები მიჩქმალოს. თოლორაია პირდაპირ ამბობს, რომ კაციტაძის უწყება “ოცნების” დავალებებს ასრულებს.
ეს უწყება, თუ აქამდე ვინმე ვერ ხედავდა, ახლა მგონია, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რისთვის შეიქმნა. შეიქმნა იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებში იყოს მდუმარე და არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინოს. რა თქმა უნდა, არცერთ საქმეს ეს სამსახური ამ მოცემულობაში ბოლომდე არ მიიყვანს, მათ შორის, არც ისეთებს, სადაც მარტივია დამნაშავე პირთა იდენტიფიცრება. ცხადია, ეს სამსახური არის პირდაპირ დაქვემებარებაში პარტიასთან და რასაც კარნახობს პარტია, აკეთებს იმას. გამოძიება დაიწყება თუ არ დაიწყება, რაიმე სამართლებრივ რეაგირებას, ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ამ ხელისუფლების პირობებში. ეს ადამიანები ნაცემი საკუთარ სახლებთან და ა.შ. ეს ფაქტებიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, თუმცა ვინ იძიებს ამ საქმეებს? იძიებს შსს. ალბათ ესეც პარტიაში გადაწყდა, რომ სჯობს ესენი შსს-მ გამოიძოს, რომ უფრო მეტი პრეტენზიები არ იყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ, – ამბობს ლონდა თოლორაია.