30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.

2 ივნისს ახალციხეში, რუსთაველის გამზირზე, მშენებლობაზე კაცს თავზე სავარაუდოდ სამშენებლო ბლოკი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა- Reuters
შემდეგი სტატიაALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო