კაცი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, დაკავებულია, ამოღებულია დანა – შსს

სამართალდამცველებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ. -მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშიორი პარტია ახდენს თითქმის გარდაცვლილი ტერორისტული ორგანიზაცია “ქართული ოცნების” რეანიმაციას – გიორგი ჩიკვაიძე
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანზე ძალადობა და ღირსების შემლახავი ვიდეოს გადაღება – 9 პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება