მეუფე პეტრე: ნუ გაყვებით ნურც ცრუეპისკოპოს საბა (გიგიბერიას) და კგბ/ფსბს აგენტ ცრუპატრიარქ ირაკლი გიორგევიჩ შიოლაშვილს და მის “ლეგიონს” ნურც ჯოჯოხეთში პირდაპირი მნიშვნელობით, ნურც ნეოსაბჭოთა რუსეთში, ნურც რაშიზმში, ნურც მართმადიდებლობისა და ნურც საქართველოს ღალატში…

“კაცი რომელიც , როგორც თავად ამბობს: “ისე უყვარს პატრიარქი , ჯოჯოხეთშიც გაყვება მას” …

2016 წლის სინოდის სხდომაზეც ვამხილე ამ ერეტიკული განცხადების გამო და მოვუწოდე სინანულისკენ, მაგრამ ისევ რჩება სიბნელეში და სპეცსამსახურების ტყვეობაში, რასაც ადასტურებს 2021 წელს გასაჯაროებული სუსის ფაილები.

წმ. მამათა სწავლებით ეპისკოპოსი მარტო ვერც ცხონდება და ვერც წარწყმდება. ის უამრავს დაღუპავს, თუ იღუპება, ან უამრავს გადაარჩენს თუ გადარჩება…
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო: ნუ გაყვებით ნურც ცრუეპისკოპოს საბა (გიგიბერიას) და კგბ/ფსბს აგენტ ცრუპატრიარქ ირაკლი გიორგევიჩ შიოლაშვილს და მის “ლეგიონს” ნურც ჯოჯოხეთში პირდაპირი მნიშვნელობით, ნურც ნეოსაბჭოთა რუსეთში, ნურც რაშიზმში, ნურც მართმადიდებლობისა და ნურც საქართველოს ღალატში…
ძალნი ცათანი გვეწეოდეს და გვფარავდეს. მთავარანგელოზებმა გვიწინამძღვროს და გვაუწყოს ღვთის ნება სრულიად
საქართველოს ამინ !

მდაბალი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა)
მთავარანგელოზობა 21 ნოემბერი 2024 წელი”

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვორქშოფები ჩატარდა
შემდეგი სტატიავალერი ზალუჟნი – შეგვიძლია, აბსოლუტურად ზუსტად მივიჩნიოთ, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო