27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

კაცი, რომელიც ხულოში გარდაცვლილი იპოვეს, 15 მაისს სუფრაზე იყო, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კაცი, რომელიც დღეს ხულოში, ხრამში გარდაცვლილი იპოვეს, 15 მაისს სუფრაზე იყო, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. იგი დაახლოებით 35 წლის იყო.

ახალგაზრდა კაცი ხრამში დღეს გამთენიისას იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

banner
წინა სტატიაში266 636 პენსიონერს და სოციალურად დაუცველს საპენსიო სესხი აქვს აღებული
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა