კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან

კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრას საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან, – ამის შესახებ კაჭრეთში, პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას არაერთ თემას განიხილავენ, მათ შორის საქართველოს მთავრობის გეგმებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„შეხვედრისას დეტალურად გავივლით ყველა თემას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის გეგმებთან, რაც მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ გეგმებთან. ამ საკითხებზე გვჭირდება ახლო კომუნიკაცია მთავრობასთან. შეხედრას ესწრება საქართველოს მთავრობა და პარლამენტის დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წევრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძის განცხადებით, კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება