კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო შეხვედრაში პრემიერიც მონაწილეობს

კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში დღეს განაცხადეს, რომ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

„შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ პარტიაში.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კაჭრეთში იმართება სემინარი და საუბარი არ არის საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებსა და პერსონებზე.

banner
წინა სტატიაშიბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია დავით ჭიჭინაძესთან, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს