კაჩინსკიმ სმოლენსკის კატასტროფაში ტუსკის მთავრობა დაადანაშაულა

კაჩინსკიმ სმოლენსკის კატასტროფაში ტუსკის მთავრობა დაადანაშაულა

kachinskiპოლონეთის მმართველი პარტია „უფლება და სამართლიანობის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ტუ-154-ის სმოლენსკის კატასტროფაში პასუხისმგებელი დონალდ ტუსკის მთავრობაა – კატასტროფის დროს პოლონეის მთელი მთავრობა და კაჩინსკის ტყუპი ძმა დაიღუპა. იაროსლავ კაჩინსკიმ განცხადება მოვლენების 6 წლისთავის ღონისძიებაზე განაცხადა – Associated Press-ი წერს.
„სმოლენსკის ტრაგედია შემთხვევითი არ ყოფილა. მისი მიზეზების მიუხედავად, ვიღაცა პასუხისმგებელია მასზე, მორალურად მაინც“ – განაცხადა მან. „პოლონეთის რადიოს“ განცხადებით, კაჩინსკიმ ტუსკის მთავრობა იგულისხმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, აუცილებელია ტრაგედიის გარემოებების დადგენა – „ჩვენ პოლონელებს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. სიმართლე უნდა გავიგოთ და დასკვნები გამოვიტანოთ“ – განაცხადა კაჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა ზუგდიდში-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დროებითი მოთავსების იზოლატორში?
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს