კაჩინსკი ლგბტ-თემს: “შორს დაიჭირეთ თავი ჩვენი შვილებისგან”

პოლონეთის მმართველი პარტია “უფლება და სამართლიანობის” ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ შაბათს პარტიის ყრილობაზე სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა, რომ ლგბტ თემის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც მათ ვარშავაში წარადგინეს, ეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მათთვის შვილის აყვანის უფლების მიცემას. მან თქვა, რომ მისი პასუხია “არა”. “შორს დაიჭირეთ თავი ჩვენი შვილებისაგან!” – განაცხადა კაჩინსკიმ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს უკვე მეორედ მოხდა, როცა კაჩინსკიმ ლგბტ საკითხები კონსერვატიული ამომრჩევლების გადასაბირებლად გამოიყენა და მათზე სიძულვილის ენით ისაუბრა.

გამოკითხვებით, პოლონელი პოლიტიკოსების რეიტინგში მესამე ადგილზეა ახალშექმნილი პარტია “გაზაფხული”, რომელსაც ღია გეი რობერტ ბედრონი უდგას სათავეში.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ხადარკოვსკი რუსეთში დაბრუნებას აპირებს
შემდეგი სტატიაFord -ი გერმანიაში 5 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს