კაჭარავა ვასაძეზე – არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი… ლევანი წარმატებული ბიზნესმენია

“რუსეთის ჩარევა [ქართულ პოლიტიკაში] რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს, რომ ჰკითხოთ რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა კითხვებს პასუცი გაეცემა მე მგონი”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლსობის დეპუტატი დავით კაჭარავა “მთავარი არხის” მიერ ექსკულზიურად გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს 26 მაისს, როგორ ხვდება პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე კრემლის მთავარ იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს.

როგორც კაჭარავა ამბობს, არ იცის ვინაა ალექსანდრ დუგინი, ასევე მისივე თქმით, ლევან ვასაძეზე როგორც ადამიანზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს და დიდ პატივსაც სცემს:

“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია… საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა იქ და მას უნდა ჰკითხოთ რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს. ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, წარმატებული ბიზნესმენი ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს პატივს ვცემ და ვაფასებ, დანარჩენი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი”, – ამბობს კაჭარავა.

banner
წინა სტატიაში4 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება