12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანები.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა ღამით მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც. რამდენიმე დაშავებული რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მოზარდები.

კაბო-ვერდეს განათლების წარმომადგენლების თქმით, ექსკურსია ადგილობრივი სასწავლო დაწესებულების მიერ არ იყო ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება
შემდეგი სტატიაკიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკული დელეგაცია მეტ პროგრესს ელოდება