კაბელების საქმის განაჩენი მსჯავრდებულების ინტერესების დამცველეს ამ დრომდე არ მიუღია

ე.წ. კაბელების საქმეზე 16 მაისს გამოცხადებული განაჩენის მსჯავრდებულების ინტერესების დამცველებისთვის გადასაცემად 2-კვირიანი ვადა დღეს დილით 10 საათზე ამოიწურა. თუმცა ადვოკატებს დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ. ლევან სამუშიამ დღეს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, სადაც მოსამართლე ბუგიანიშვილის აპარატს კანონის აღსრულება და შესაბამისად განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გადაცემა მოსთხოვა. ადვოკატის ინფორმაციით განაჩენის სამართლებრივი დასაბუთება შეუძლებელია და მოსამართლის მიერ დროის გაჭიანურებას სწორედ ამით ხსნის.

“ვრეკავ როგორც შიდა ასევე ტელეფონებზე მოსამართლე ბუგიანიშვილის აპარატში, არავინ პასუხს არავინ არ მცემს. დღეს კიდევ ერთხელ მივმართე განცხადებით ბუგიანიშვილს და მოვითხოვე, რომ შეასრულოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278 მუხლის მოთხოვნა და გადმოგვცეს განაჩენი. ვეუბნებით, რომ კანონმა რაც განუსაზღვრა სასამართლოს ვადა და იმ ვადაში უნდა გადმოგვცეს. დღეისათვის ამ წუთისთვის ეს ავდა დარღვეული“ – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: „ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ“
შემდეგი სტატია“კამპანიაში ივანიშვილის ჩართვა, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვის კარგი იქნება”