კაბელების საქმეზე ბრლდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლეთა ნაწილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ოჯახის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას აპროტესტებენ. ბრლდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლეების ნაწილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
ისინი აცხადებენ, რომ კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადადება ბრალდებულების უფლებების დარღვევაა. მათი თქმით, მოსამართლეების პროცესზე არმისვლა კონსტიტუციის დარღვევაა.
“ეს ეხება 5 უდანაშაულო ადამიანის ხვალინდელ დღეს, მათ უფლებებს, ისინი რომ არ შემოდიან, კონსტიტუციას, ამ ადამიანების უფლებებს არღვევენ, ეს არავის გაუვა. მოგვეცით საშუალება, რომ დემოკრატიული და სამართლიანი გზით ვიბრძოლოთ,“- განაცხადა ნიკოლოზ ღლონტმა.
გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში არ შედგა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე მხოლოდ სამი მოსამართლე მივიდა, რაც სხდომის ჩასატარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაში“შუბლს გაგიხვრეტ”! – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
შემდეგი სტატია„ბატონი თავაძე, ბატონი ტურავა, ბატონი სიჭინავა და სხვები, ვინც პროცესი ჩაშალა, ურთმელიძის და მურუსიძის კოჰორტას შეუერთდნენ”