კაბელების საქმეში ბრალდებული: ველოდი,რომ პრეზიდენტი შეგვიწყალებდა

კაბელების საქმეში ბრალდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს.

კაბელების საქმეში ბრალდებული, არჩილ ალავიძის განცხადებით, ის ბრძოლას უკვე გარეთ გააგრძელებს და მადლობას უხდის პრეზიდენტს გულისხმიერებისთვის.

„ველოდი,რომ პრეზიდენტი შეგვიწყალებდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ გულისხმიერება გამოიჩინა და ის, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით სისრულეში მოიყვანა.

ჯერ საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ გარეთ ვართ და ბრძოლასაც გარეთ გავაგრძელებთ. ჩვენ ვართ უდანაშაულოები და ეს დამტკიცდა სასამართლოს დადგენილებით. თუმცა, სასამართლომ წნეხს ბოლომდე ვერ გაუძლო, მაგრამ ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ“, -განაცხადა ალავიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დღეს შეიწყალა.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ გუშინ სასჯელის ვადა შეუმცირა. გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ყოფილ მაღალჩინოსნებს საპატიმრო დაახლოებით 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.

banner
წინა სტატიაში„კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს
შემდეგი სტატიასაპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით – შსს-ს ცნობით 26-27 იანვარს სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოვლინდა