კაბელების საქმე – სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან

პროკურატურის მოწმეების დაკითხვით განახლდება დღესაც ე.წ. კაბელების საქმის განხილვა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გამოძიება 4 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

დაცვის მხარის მტკიცებით, ამ დრომდე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულების დანაშაული არ დასტურდება.

პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე დაიკითხება 4 ექსპერტი, რომელთა მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზეც ბრალდებულებს ბრალდება წარედგინათ. პროკურორის თქმით, მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა გაფლანგეს.

banner
წინა სტატიაშიBerlinale: “ცეცხლი ზღვაში” და სხვა კადრები (ფოტო)
შემდეგი სტატია(video)სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევა ძალაში