ჯვრისწერა ხანდაზმულ ასაკში!

უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩერნოვეცკის ფონდი ორგანიზებას უკეთებს „შინ მოვლის“ პროგრამის ხანდაზმულ ბენეფიციართა ქორწინების კურთხევას. ბევრი მათგანი საწოლს არის მიჯაჭვული. ამ ადამიანებს არ შესწევთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი და ვერ დადიან ტაძრებში.
“მღვდელმსახურები რეგულარულად სტუმრობენ ჩვენს ბენეფიციარებს, აძლევენ მათ ზიარებისა და აღსარების შესაძლებლობას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ეკლესიას შორის კეთილი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას”, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
ამასწინათ, ჩერნოვეცკის ფონდმა ორგანიზაცია გავუკეთეთ 82 წლის ბეჟან ჯოხაძისა და 81 წლის კლარა გეგეშიძის ქორწინების კურთხევას, რომლებმაც ოჯახი 40 წლის წინ შექმნეს. ბეჟან ჯოხაძე პროფესიით ენერგეტიკოსია, ხოლო მისი მეუღლე- ტექნოლოგი. მთელი შეგნებული ცხოვრება ისინი მუშაობდნენ წამყვან საწარმოო ორგანიზაციებში, ხელმძღვანელობდნენ მნიშვნელოვან პროექტებს, მიიღეს ბინა, დაიმსახურეს საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული. მოხდა ისე, რომ შვილები მათ არ ჰყავთ, ხოლო ხანდაზმულობის ჟამს უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი.
ბეჟანმა გადაიტანა ინსულტი, მიჯაჭვულია საწოლს, დაავადებულია კანის ინფექციით, ხოლო მის მეუღლეს აღენიშნება გულის უკმარისობა. ჩერნოვეცკის ფონდის ექიმი და ექთანი სისტემატურად აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებენ სამედიცინო პროცედურებს, ამარაგებენ მედიკამენტებით.
„ძალიან დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ძალიან განვიცდიდი ყოველივე ამას და ახლა ნამდვილად რომ ბედნიერი ვარ“,- თქვა ქალბატონმა კლარამ.
ჩერნოვეცკის ფონდი დიდ მადლობას უხდის ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარს მამა თომა ცეცხლაძეს, რომელმაც აკურთხა ხანდაზმული ბენეფიციარების ქორწინება.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/videos/570585253454235/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „დაბადების დღე“ წარმოადგინა
შემდეგი სტატიარა გამორჩა ქართულ მედიას-ზურაბ ხარატიშვილი „შავ-ბნელ“ 90-იანებს იხსენებს