ჯვრის მონასტერი ისევ დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტერი ისევ დაკეტილია. უკვე მეორე დღეა ტურისტებსა და მომლოცველებს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე პირები აცხადებენ, რომ ისინი არ არღვევენ კანონს და წესრიგს და მათთვის გაუგებარია მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება.

ადგილობრივი ბერების ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის მიერ განცხადება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი გუშინ დაიკეტა. მიზეზი გარემო მოვაჭრეებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა. სასულიერო პირები მოითხოვენ, მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებმადატოვონ.

banner
წინა სტატიაშიმესტიასა და წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობები აშენდება
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი – გამყრელიძე