საქართველოსა და ჩეხეთის ერთა ლიგის მატჩის 53-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. თავი ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა და 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმში „ჯვაროსნები“ ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით 33-ე წუთზე დაწინაურდნენ.