ჯვარი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე 25 აგვისტოს მოძრაობა აიკრძალება

ჯვარი-მესტიის გზაზე, სოფელ ლახამულასთან მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ “თაიმერს” ადგილობრივებმა განუცხადეს. ამ წუთებში მოძრაობა გზაზე შეფერხებულია. ასევე შეინიშნება ქვის ცვენა.

“თაიმერი”  მესტიის გამგებელს კახაბერ ჯორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლახამულასთან კლდე ჩამოიშალა. მისივე ინფორმაციით გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც გამგებელმა აღნიშნა დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზები, მესტიას ელექტროენერგია შეფერხებით თუმცა მიანც მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

“თაიმერთან” საუბრისას გამგებელმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის მესტიაში თოვს.

 

banner
წინა სტატიაშინორმა, რომლითაც “რუსთავი 2-ში” დროებითი მმართველები დაინიშნენ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ შეაჩერა
შემდეგი სტატიასენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა