5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხა

სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხა.

როგორც  „კია ჯგუფის” დამფუძნებელმა  სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, ჯუანშერ ბურჭულაძეს არ იცნობს და მხოლოდ მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ჰქონდა შეხება.

ტუკვაძის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ყველა ჯერზე სწორი ჩვენება მისცა და არაფრის შეცვლა არ სურს.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თავდაცვის სამინისტროს ე.წ. შესყიდვების საქმეში ვასილ მხეიძეს იცავს.

ადვოკატმა ტუკვაძეს ჰკითხა: ე.წ. შესყიდვების საქმის ფარგლებში, რატომ მოითხოვა დამატებით დაკითხვა, რაზეც ბიზნესმენმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ გაიაზრა ის, რომ მის მეგობრებს, ბიზნესმენებს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა, რის გამოც გამოძიების კითხვებზე დამატებით პასუხის გაცემა გადაწყვიტა.

ამის შემდგომ მას ტარიელ კაკაბაძემ დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა: “ანუ თქვენი მეგობრები, რომ საფრთხეში არ ჩაგეგდოთ, ამიტომ გადაწყვიტეთ მეორედ ჩვენების მიცემა?”, რაზეც ტუკვაძემ თქვა, რომ მისი მიზანი არ იყო , ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

“ზოგადად ეს პროცედურულად ჩამოგითვალეთ, მეგობრები, სახლის გადაფორმება, შესყიდვა. მე არ მქონდა მიზანი ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, მე უბრალოდ სიმართლე მოვუყევი გამოძიებას”, – განაცხადა მან.

ამის შემდგომ მას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დამატებითი შეკითხვა დაუსვა, კერძოდ კაკაბაძემ მოწმეს ჰკითხა:

“მაინტერესებს, გამოძიებას თუ ჰკითხეთ, რომ როდესაც ამხელა გარიგებას, დანაშაულს დავთანხმდი, რატომ არ ვარ დაკავებული? ან რამე ხომ არ გაქვთ ისეთი, რის გამოც ბრალი არ წაგიყენეს, ან რამე იმუნიტეტი ხომ არ გაქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით?”.

ტუკვაძემ კი ადვოკატს უპასუხა, რომ არანაირი იმუნიტეტი არ აქვს.

“არაფერი იმუნიტეტი არ მაქვს და არც არვის უთქვამს ჩემთვის, რომ აპირებს ბრალის წარდგენას”, – განაცხადა ზურა ტუკვაძემ.

ამასთან, ადვოკატმა მას ჰკითხა, გამოკითხვისას მის მიმართ რაიმე ზეწოლას ხომ არ ჰქონია ადგილი, ან „ფრჩხილები ხომ არ დაუჭრიათ, ან დაუძრიათ?”

“არა, დაჭრილი ფრჩხილებით მივედი” – აღნიშნა ზურა ტუკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის, რაც შეეძლო
შემდეგი სტატია“იმედმა” დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ვებგვერდები სანქციების გამო იყო გათიშული