9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ

11 სექტემბერს სუს-ის მიერ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა, არსებული ინფორმაციით, კლინიკა “ჰელსიკორშია” გადაყვანილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

დიდი ალბათობით, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო
შემდეგი სტატიაუპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია – სეს