თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
როგორც ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ „ტვ პირველთან“ განაცხადა, ყოფილმა მინისტრმა შესაძლოა აღნიშნული ნაბიჯი დაახლოებით 6 თვის შემდეგ გადადგას:
„არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ მიმართავს. არა, ჯერ ადმინისტრაციასთან არ გვაქვს კომუნიკაცია… ერთი წელი გავიდა და 6 თვეც გავიდეს და ალბათ შემდეგ. კანონი არ უკრძალავს და ვნახოთ“, — განაცხადა ადვოკატმა.








