ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სტამბოლში თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე IDEF21 თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებაში უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან.

როგორც საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, თურქეთის შეიარაღებული ძალების ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასშტაბით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზებია საჭირო
შემდეგი სტატიასასამართლო ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს