10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს სასამართლო სხდომაზე თქვა.

მისი განცხადებითვე,  ამ საკითხით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

„ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს. დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. ბრალის აღიარებას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ… პირობითით ითხოვს გათავისუფლებას…“ – თქვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ.

პროკურორი ანი ლეკიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ. მისი თქმით, ამ შეთანხმებისთვის აუცილებელია ორი პირობის დაკმაყოფილება: ბრალის აღიარება და სასჯელზე შეთანხმება.

„რა თქმა უნდა, ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია… შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურებული იყოს, ბრალდებულიც აღიარებდეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, – თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის მოცულობა 7 მილიონ ლარამდეა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის
შემდეგი სტატია“ოცნება” რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის პირობას ასახელებს