ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობას 3-4 თვეში დაიკავებს, იქამდე კი მისივე თქმით, დასვენებას აპირებს.

შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ოქტომბერში დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი: ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას