ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება და მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მლრდ ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს – ოსტინი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა