“4.5 წელი ვცხოვრობდი აშშ-ში, ვაშინგტონში, იქ ვმუშაობდი. თუ შევადარებთ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას, 2015 წლამდე მე მაქვს გაცილებით ბევრი ქონება შეძენილი, ვიდრე 2015 წლის შემდეგ. და მიმდინარე ხარჯებს თუ შევადარებთ იმ პერიოდს, სანამ ამერიკაში წავიდოდი, ჩემი შემოსავალი იყო მინიმუმ 10-ჯერ მეტი, ვიდრე 2015-ის შემდეგ”,_ განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე.
უწყების ცნობით, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა.















