ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომას დაგეგმილ საპარლამენტო აღცევნებამდე”, – წერს დოლი.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო.

“პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პრეცესებს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს”, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს
შემდეგი სტატია“მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის გამჭირვალე, დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში”