ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის და კრიზისზე რეაგირების საკითხებში მმართველი დირექტორი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.

პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად დაინიშნება მას შემდეგ, რაც მიმღები ქვეყნისგან შესაბამისი თანხმობა იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა რუსული რადიო კომერსანტი დაჰაკეს და ეთერში უკრაინის ჰიმნი გაუშვეს
შემდეგი სტატიამოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარება, ნუ აჭიანურებს პროცესს – ჯიშკარიანი