ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა, – ამის შესახებ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ იაგოდნოეში რუს ოკუპანტებს 170 მ2 ფართობის სკოლის სარდაფში მთელი სოფელი – 370 ადამიანი – ჰყავდათ დაკავებული.

“მათი განსაცდელი ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში გვაბრუნებს. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ როგორ გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ჩვეულებრივი უკრაინელებისთვის“, – აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მისი მეხუთე ვიზიტია ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ახალაია: ვლადიმერ ხუჭუა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში, ყოჩაღ, კოლეგავ
შემდეგი სტატიაშვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ